ცხადდება გაცვლითი პროგრამა იაპონიაში, კინდაის უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026 - ორშაბათი, 23 თებერვალი, 2026

უნივერსიტეტი
ელ-ფოსტა
exchange@gau.edu.ge

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამაზე, იაპონიაში, კინდაის უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს კინდაის უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლოს ერთი სემესტრის განმავლობაში (2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში).

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნესის სკოლის; სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის; ჰუმანიტარულმეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან იაპონური ენის B2 დონეზე ცოდნა. შესაბამისი დონის დამადასტურებელი TOEFL, ILTS ან CEFR სერტიფიკატი ან უნივერსიტეტის მიერ შევსებული ოფიციალური წერილი 
  • საშუალო შეწონილი ქულა (GPA) უნდა უდრიდეს/აღემატებოდეს 3.01-ს
  • უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმადდაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილესტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროსადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში

მონაწილეობის პირობები:

  • სწავლა უფასოდ ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში
  • შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისცხოვრებისფრენის და სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები.

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი - TOEFL iBT 61, IELTS 6.0, CEFR B2) ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის ოფიციალური წერილიუნივერსიტეტისგან
  • Learning Aggrement

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • კანდიდატურის არჩევა (მიმღები უნივერსიტეტი - Kindai University).

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 თებერვლის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკეPDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Kindai University

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge keso.mechurchlishvili@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა