კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტი

გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტი

კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტი


The call for applications for 2021-2022 short-term studies is now OPEN!

ლიეტუვას სახელმწიფომ გაცვლითი პროგრამით დაინტერესებული სტუდენტებისთის მოკლევადიანი გრანტები გამოყო. Study in Lithuania-ს ფარგლებში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პარტნიორი უნივერსიტეტი Klaipeda State University of Applied Sciences GAUელებს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ პროგრამაში და 1 ან 2 სემესტრის განმავლობაში ისწავლონ მათ უნივერსიტეტში.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GAU-ს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებს.

გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობაა 1 ან 2 სემესტრი.

სტიპენდია საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის შეადგენს 400 ევროს ყოველთვიურად (სავიზო და ფრენის ხარჯები უნდა დაიფაროს სტუდენტის მიერ).

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 5 აპრილი. სააპლიკაციო ფორმა.

* ფორმის შევსებისას უნივერსიტეტების ჩამონათვალში უნდა მიუთითო კლაიპედას გამოყენებითი მეცნიერების სახელმწიფო უნივერსიტეტი (Klaipeda State University of Applied Sciences) და შესაბამისი ფაკულტეტი (ბიზნესი ან ინფორმატიკა).

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის საჭირო საბუთების ჩამონათვალი, შერჩევის კრიტერიუმები და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები იხილეთ შემდეგ ლინკზე:  http://bit.ly/3sbK4vW

გაიგე მეტი მიმღებ უნივერსიტეტზე

გისურვებთ წარმატებას!


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა