სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს სტუდენტები GAU-ს ულოცავენ დაბადების დღეს

GAU-ს სტუდენტები GAU-ს ულოცავენ დაბადების დღეს

პარასკევი, 06 მარტი, 2015

აჩვენე კალენდარზე

დღეს 6 მარტს, GAU-ში დიდი მხიარულება იყო - ისმოდა შეძახილი:"GAU-ს GAU-მარჯოს!" ჟღერდა ხმამაღალი მუსიკა, წვიმდა ოქროსფერად და დაფრინავდნენ ჰელიუმის ბუშტები.

GAU-ს 10 წლის იუბილეზე სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ადმინისტრაციამ უმასპინძლა. ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს დაბადების დღე კურსდამთავრებულებმაც მიულოცეს და საზეიმო ღონისძიებაზე GAU-ში გვეწვივნენ. საიუბილეო ტორტი გლინტვეინის თანხლებით GAUბენდის სიმღერების ფონზე გაიჭრა.

ამ დღეს GAU-ს სტუდენტების (BSS 16-2 ჯგუფის) ინიციატივით ჯანსაღ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი - ფოიეში გამართული მიღების შემდეგ GAU-ელებმა ეზოში გადაინაცვლეს და 10 წლის იუბილეს აღსანიშნავად სიმბოლურად 10 ხე დარგეს. კიპარისებს ყოველწლიურად, GAU-ს ზრდასთან ერთად, თითო ნერგი შეემატება.

GAU-ფრთხილდით GAU-ს და გარემოს!

გახსოვდეთ, GAU-ს 10-წლიანი წარმატების განმსაზღვრელი, ხარისხიანი განათლებისა და ინოვაციური პროგრამების, პროფესიონალთა გუნდისა და მაღალკვალიფიციური ლექტორების გარდა არიან ჩვენი მოტივირებული სტუდენტები და სასახელო კურსდამთავრებულები.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა