სიახლეები და ღონისძიებები

საერთაშორისო კონფერენცია ჟენევის კონვენციების თემაზე

საერთაშორისო კონფერენცია ჟენევის კონვენციების თემაზე

პარასკევი, 25 ოქტომბერი, 2019

აჩვენე კალენდარზე

25 ოქტომბერს (2019) ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა (GAU) ჟენევის 1949 წლის კონვენციების 70 წლის აღსანიშნავად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

საერთაშორისო კონფერენცია აკადემიკოს ლევან ალექსიძეს, საქართველოში საერთაშორისო სამართლის სკოლის დამფუძნებელს მიეძღვნა.

კონფერენციის ფარგლებში მოხსენებები წარმოადგინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, გოეთეს უნივერსიტეტის (ფრანქფურტი, გერმანია), ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (ოდერის ფრანქფურტი, გერმანია), წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართელოსა და ბოსნია და ჰერცეგოვინას დელეგაციების, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებიმა.

კონფერენციის მსვლელობისას სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებმა განიხილეს გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მრავალი პრობლემური საკითხი შეიარაღებული კონფლიქტის დროს. დისკუსიები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის ფარგლებში ნაწარმოები კვლევების გარშემო წარიმართა.

კონფერენცია თსუ საერთაშორისო სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშშრომლობის სასწავლო და კვლევითი ცენტრისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტეის მიერ ერთობლივად დაორგანიზდა. კონფერენციის მხარდამჭერიგახლდათ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა