სიახლეები და ღონისძიებები

ფიქრის დღეები GAU-ში

ფიქრის დღეები GAU-ში

ორშაბათი, 25 თებერვალი, 2019

აჩვენე კალენდარზე

22, 23 და 25 თებერვალს (2019) GAU-ში ფიქრის დღეები გაიმართა! ფიქრის მსოფლიო დღეს, რომელიც პირველად 1926 წელს ამერიკაში აღინიშნა, ყოველწლიურად 150 ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობით ხვდებიან.

წელს ღონისძიებას GAU-ც შეუერთდა და სტუდენტებს და საზოგადოებას ოთხი, ძალიან საინტერესო სპიკერი წარუდგინა: 22 თებერვალს აუდიტორიას შეხვდნენ სცენარისტი ქეთი დევდარიანი, თემით "ვფიქრობ - ვაზროვნებ - ვარსებობ" და ნეირო ბიოლოგი ზაალ კოკაია თემით: "ადამიანი - გონიერი და მისი ტვინი". 23 თებერვალს GAU-ს Dr. ასოკა ჯინადასა ეწვია. მისი თემა პირდაპირ კავშირში იყო ფიქრის მსოფლიო დღის წლევანდელ თემატიკასთან: "ლიდერობა". ღონისძიებათა ციკლი 25 თებერვალს, ლაშა ბუღაძის სტუმრობით დასრულდა.

სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას შეეგებნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი - რ. მაიკლ ქაუგილი და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი - ეკატერინე ტოგონიძე.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა