სიახლეები და ღონისძიებები

მედიცინის სკოლის ღონისძიება

მედიცინის სკოლის ღონისძიება

ხუთშაბათი, 13 ივნისი, 2019

აჩვენე კალენდარზე


13 ივნისს (2019) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის განსაკუთრებული საღამო გაიმართა.

ღონისძიება სახელწოდებით “Glow in the dark” მედიცინის სკოლის დეკანის მისალმებით გაიხსნა, შემდეგ კი სცენა დაეთმო GAUBAND-ს. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტუდენტების მიერ წინასწარ მომზადებული ფერფორმანსების შეჯიბრი, რომლის მონაწილეები რამდენიმე დღით ადრე კასტინგის გზით შეირჩნენ. გამარჯვებული გუნდი გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ.

სტუდენტები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ნომინაციებში, რომლებიც ასევე ჟიურის წევრების მიერ აირჩა. გამარჯვებულებს საჩუქრად გადაეცათ GAU-ს ბრენდირებული ნივთები და სერტიფიკატები.

საღამოს დასასრულს მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა მედიცნის სკოლის ახლად შექმნილი ბენდი - JOSH. ამის შემდეგ კი სცენა მოწვეულ DJ დაეთმო, რომელიც ჩვენი მედიცინის სკოლის ერთ-ერთი ლექტორი გიორგი დუღაშვილი გახლდათ.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა