სიახლეები და ღონისძიებები

გასვლითი ლექცია GAUელებისთვის 25-26 მარტი

გასვლითი ლექცია GAUელებისთვის 25-26 მარტი

კვირა, 26 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

გრძელდება GAU-ს გასვლითი ლექცია სემინარები GAUელებისთვის. :) GAU-ს მესამე კურსის სტუდენტები 25-26 (2017) მარტს გასვლითი სემინარის ფარგლებში წყნეთში, ბაქსვუდის სკოლის კამპუსში გაემგზავრნენ. 40-ზე მეტმა GAUელმა გაიარა ტრენინგი „წარმატების ფორმულა“, რომელიც ბიზნესის სკოლის ლექტორმა, დინა ასლამაზიშვილმა ჩაატარა. ინგლისურ და ქართულ ენაზე მიღებულ ინფორმაციას, მოჰყვა პრაქტიკული დავალება ჯგუფური მუშაობაობითა და პრეზენტაციების მომზადებით. მხიარულება აქ გაგრძელდა და პრეზენტაციებმა დიდი ხალისით ჩაიარა.

GAUელებს სადილად GAU-ს პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგილი ეწვია. ვახშმის შემდეგ კი გასართობი პროგრამა დაიწყო და სტუდენტები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში შეეჯიბრნენ. დღე ელექტრონული მუსიკით დასრულდა, დაუკრა DJ GAUCHER-მა ანუ GAUელმა გიორგი შათირიშვილმა. ჯგუფი თბილისში 26 მარტს ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა