სიახლეები და ღონისძიებები

საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის დღე GAU-ში

საქართველოსა და ამერიკის მეგობრობის დღე GAU-ში

პარასკევი, 09 ივნისი, 2017

აჩვენე კალენდარზე

9 ივნისს (2017) GAU-ში საქართველოსა და აშშ-ის მეგობრობის 25 წლის იუბილე აღინიშნა. ეს იყო მეგობრობის დღე, მთელი წლის შეჯამება და სტუდენტების მადლობის სიგელებით დაჯილდოება; GAU-ს მეგობრების შეკრება და მადლიერების კიდევ ერთხელ გამოხატვა პარტნიორობისა და მხარდაჭერისათვის. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

იუბილეზე ფრანჩესკა კელიმ ამერიკის ეროვნული ჰიმნი შეასრულა, ქართული ჰიმნი კი GAUბენდის წევრმა, ხატია ქინქლაძემ იმღერა. ყველა უცხოელი სტუმარი აქტიურად ჩაერთო სპეციალურად მათთვის მომზადებულ თამაშში - სიტყვა-სიტყვით ნათარგმნი ქართული იდიომების შინაარსის ამოცნობაში, რაც ძალიან სახალისო გამოდგა. GAU-ს პრეზიდენტმა დამსწრეებისთვის ვიქტორინა გამართა საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობის თემაზე. PR კლუბის წევრი სტუდენტები და GAU-ს სტუდენტური ელჩები კი ღონისძიების მთავარი მასპინძლები იყვნენ. მათი ორგანიზებით შედგა ექსპოზიცია, რომელზეც ქართულ-ამერიკული მეგობრობის ამსახველი პროექტები, ფოტოგამოფენები და ქართულ-ამერიკული ტრადიციული კერძებიც კი იყო წარმოდგენილი.

მეგობრობის დღე ანსამბლმა რუსთავმა, მუსიკოსმა და GAU PR სკოლის ლექტორმა ზურა ბალანჩივაძემ და სუხიშვილების ცეკვის აკადემიამ გაგვილამაზეს. მოცეკვავეებმა კოკა-კოლას კამპანიის ფარგლებში ღონისძიება მასობრივი და სანახაობრივი ფლეშ-მობით დახურეს. ყველას დიდ მადლობას ვუხდით მოსვლისთვის, მონაწილეობისთვის, ორგანიზებაში ჩართულობისთვის და იმისთვის, რომ ეს სიურპრიზებით სავსე დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა