სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ქადირ ჰასის უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ქადირ ჰასის უნივერსიტეტში!

სამშაბათი, 10 მარტი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmusპროგრამაზე თურქეთში, ქადირ ჰასის უნივერსიტეტში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს. 
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • 975 ევრო ევრო დღიურად დაბინავებისა, კვების და მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად.

პროგრამის აღწერა

შერჩეული კანდიდატი ეწვევა კადირ ჰასის უნივერსიტეტს და 13-17 აპრილს მონაწილეობას მიიღებს კადირ ჰასის უნივერსიტეტის მიერ დაორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში.

შერჩევის კრიტერიუმები:

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • დასაქმების ცნობა.
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა (Mobility Agreement Training).

 გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

 გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

 მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • ხანგრძლივობა - 5 დღე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 14 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კადირ ჰასის უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით:  nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა