ყველა გამარჯვება იწყება ერთი მარტივი კითხვით - ,,რა მინდა მე ?"
და შემდეგ მოდის წარმოსახვა, თავდაჯერება, ნდობა საკუთარი თავის და იმ შედეგის მიმართ, რომლისთვისაც მზად ხარ...
მზად ხარ იმოქმედო... დაიწყო დღესვე, დაიწყო ახლავე, დაიწყო იქვე სადაც ხარ და იმით, რაც გაქვს...
მთავარია დაიწყო...
რადგან სიმართლე ერთია: არავინ გადადგამს შენს ნაცვლად პირველ ნაბიჯს, არავინ დაიჯერებს შენზე უფრო ძლიერად, ვიდრე უნდა დაიჯერო თავად.
ამიტომ იმოქმედე გამარჯვებისთვის - ყოველდღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს, ნუ დააკლებ გამბედაობას, შრომას, იმ შინაგან ცეცხლს, რომელსაც სწრაფვა ჰქვია, რადგან სწორედ ეს სამი რამ - გამბედაობა, შრომა და სწრაფვა - აქცევს შენს ოცნებას რეალობად.
ჩვენ კი კვლავ ვანახლებთ ღია კარის დღეებს, რომ გაიგო კიდევ უფრო მეტი:
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტზე
- ჩვენს საბაკალავრო პროგრამებზე
- საერთაშორისო პროექტებზე
- გაცვლით პროგრამებზე
- დასაქმებაზე
- სტუდენტურ ცხოვრებაზე და ყველაფერ იმაზე, რაც ასე ძალიან გაინტერესებს.
ღია კარის დღე - 26 ნოემბერი, 16:00 საათი
მისამართი: მერაბ ალექსიძის ქ.10
ნუ გადადებ, იმოქმედე და დარეგისტრირდი: https://forms.gle/3DJuS3ncLgPJimnS8