ცხადდება გაცვლითი პროგრამა რუმინეთში, ეროვნული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი -პოლიტექნიკა ბუქარესტი პიტეშტის უნივერსიტეტის ცენტრში!
შაბათი, 15 ნოემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, რუმინეთში, ეროვნული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი -პოლიტექნიკა ბუქარესტი პიტეშტის უნივერსიტეტის ცენტრში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულპერსონალსა და ინგლისური ფილოლოგიის აკადემიურ პერსონალს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 140 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
- 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
შერჩევის კრიტერიუმები:
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალისთვის
- GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი
- GAU-ს დასაქმების ცნობა
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა
Mobility agreement (teaching);
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
ხანგრძლივობა:
7 დღე
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 24 ნოემბრის 17:00 საათამდე, გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: “ეროვნული მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი-პოლიტექნიკა ბუქარესტი პიტეშტის უნივერსიტეტის ცენტრი, ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge, nini.palavandishvili@gau.edu.ge