ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის ბელგიაში, თომას მორის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ბელგიაში, თომას მორის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულპერსონალს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- 190 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
- 580 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- სამოტივაციო წერილი;
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა Mobility agreement (training);
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- ხანგრძლივობა - 7 დღე;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 1 დეკემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: თომას მორის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge