სიახლეები და ღონისძიებები

მე-IX საერთაშორისო ხმელთაშუა ზღვის სამეცნიერო კვლევითი კონგრესი

მე-IX საერთაშორისო ხმელთაშუა ზღვის სამეცნიერო კვლევითი კონგრესი

ორშაბათი, 04 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

რიგით მე-IX საერთაშორისო ხმელთაშუა ზღვის სამეცნიერო კვლევითი კონგრესი თურქეთში, ქალაქ ადანაში 29-30 აპრილს გაიმართა!

აღნიშნული ღონისძიება დაიგეგმა და განხორციელდა თურქეთის ეკონომიკური განვითარების და სოციალური კვლევების ინსტიტუტის (IKSAD), საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციის (AST) და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანაორგანიზებით.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობდნენ GAU-ს ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის დეკანი: ნატა ბაჯიაშვილი და სამშენებლო მიმართულების პროფესორი - გიორგი ჩუბინიძე. 

ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალდისციპლინური სესიებით, აქტიური დისკუსიებითა და საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებით.

GAU აგრძელებს აქტიურ მონაწილეობას გლობალურ აკადემიურ სივრცეში და ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას საერთაშორისო დონეზე!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა