გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლატვიაში, EKA გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვისევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პროგრამაზე, ლატვიაში, EKA გამოყენებითიმეცნიერებების უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესისსკოლის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ლიბერალური განათლების სკოლის, სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის, ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლის ინფორმატიკის პროგრამის აკადემიურ პერსონალს (მათ შორის მოწვეულლექტორებსაც);
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
- სამოტივაციო წერილი;
- ბიომეტრული პასპორტი;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა - Mobility Agreement Teaching.
შერჩევის კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- სამუშაო პერიოდი: 20-24 აპრილი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 24 დეკემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,,EKA, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტისსაშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge, keso.mechurchlishvili@gau.edu.ge.