სიახლეები და ღონისძიებები

AI ჰაკათონში GAU-ს სტუდენტებმა II და III ადგილი მოიპოვეს

AI ჰაკათონში GAU-ს სტუდენტებმა II და III ადგილი მოიპოვეს

კვირა, 28 ივნისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებმა AI ჰაკათონ Brainhack_AI 2026-ში წარმატებით იასპარეზეს და II და III ადგილები მოიპოვეს.

ჰაკათონი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა და მასში საქართველოს 6 უნივერსიტეტის 14 გუნდი და სოლო მონაწილე მონაწილეობდა.

შეჯიბრების ფარგლებში სტუდენტებს 8 საათის განმავლობაში უნდა შეემუშავებინათ ინტერაქციული AI ჩათბოტის კონცეფცია, რომელიც პროდუქტების ძიებასა და მომხმარებელთან ბუნებრივ დიალოგზე იქნებოდა ორიენტირებული. პროექტების მიზანი მომხმარებლის გამოცდილებისა და გაყიდვების პროცესების გაუმჯობესება იყო.

ვულოცავთ GAU-ს სტუდენტებს - ემილ კირაკოსიანს, ლუკა გულვერდაშვილს, გიგი გიორგაძეს, ნიკოლოზ დვალიშვილს, გიორგი ყაზიშვილსა და დუდა ელბაქიძეს — წარმატებულ მონაწილეობასა და მიღწეულ შედეგს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა