ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზე კვიპროსის ღია უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2026-2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში)!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების და ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობების“ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის I და II სემესტრის სტუდენტებს;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 850 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 309 ევროს ლიმიტში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის ოფიციალური წერილი უნივერსიტეტისგან);
- Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის);
- დეკანის სარეკომენდაციო წერილი (ეიგერის სტუდენტებისთვის).
საგნების კატალოგი: OUC Programmes of Study in English
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის.
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
2026 წლის გაზაფხულის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 19 ოქტომბრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: კვიპროსის ღია უნივერსიტეტი, მაგისტრი.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტების საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge.