ცხადდება გაცვლითი პროგრამა თურქეთში, ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 04 ნოემბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე თურქეთში, ესქიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატიშეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში ესქიშეჰირში (2025-2026 სასწავლოწლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ GAU-ს ინფორმატიკის, მშენებლობისა და მედია ხელოვნებისპროგრამის, ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და ამავე პროგრამისმაგისტრის საფეხურის I და II სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან თურქული ენის B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრებით;
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოსკანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამისმონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტიმშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველასემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასურიქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- 800 ევრო ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 275 ევროს ოდენობის მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება. Green travel მეთოდების გამოყენების შემთხვევაში, ანაზღაურება შეადგენს 325 ევროს.
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის, მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი);
- სასწავლო ხელშეკრულება შევსებული (შევსების ინსტრუქცია იხილეთ გზამკვლევი ქართველისტუდენტებისთვის)
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:
- 2025-2026 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 21 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Eskişehir Technical University, Bachelor/Master
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge
keso.mechurchlishvili@gau.edu.ge