ცხადდება გაცვლითი პროგრამა გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში! (DHBW Mannheim)
ორშაბათი, 28 სექტემბერი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ გაცვლით პროგრამაზე გერმანიაში, ბადენ-ვურტემბერგის კოოპერატიულ სახელმწიფო უნივერსიტეტში (DHBW Mannheim).
პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებას და სწავლას ერთი სემესტრის განმავლობაში (2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის საბაკალავრო პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და მაგისტრატურის პროგრამის I და II სემესტრის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან გერმანული ენების B2 დონეზე ცოდნა
- „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.
დაფინანსება მოიცავს:
- უფასო სწავლა;
- სტიპენდია ყოველთვიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად - 900 ევრო;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 395 ევრო;
- შერჩეულმა სტიპენდიანტებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები.
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ან გერმანული ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-შიგავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
- Learning Agreement (გაეცანით: გზამკვლევი ქართველი სტუდენტებისთვის).
- იხილეთ საგნების კატალოგი:@International.DHBWMannheim | Linktree
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი).
- ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილესტუდენტებისთვის
მობილობის პერიოდი: 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 5 ოქტომბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: DHBW
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: marine.razmadze@gau.edu.ge ; nini.palavandishvili@gau.edu.ge ;keso.mechurchlishvili@gau.edu.ge