სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირება საფრანგეთში, იგენსიას უნივერსიტეტში!

ცხადდება ანაზღაურებადი სტაჟირება საფრანგეთში, იგენსიას უნივერსიტეტში!

ორშაბათი, 02 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ Erasmus+ პროგრამაზე საფრანგეთში, ლიონში, იგენსიას უნივერსიტეტში!

პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას იგენსიას უნივერსიტეტის საერთაშორისო ოფისში მინიმუმ ორი თვის განმავლობაში (2027 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში)!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, ბიზნეს ადმინისტრირებისა და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის II, III, IV, V და VI სემესტრის სტუდენტებსა და დიპლომატიისა და ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის I და II სემესტრის სტუდენტებს
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან ფრანგული ენების B2 დონეზე ცოდნა, რაც შემოწმდება გასაუბრების შედეგად;
  • „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 9-5 საათამდე

 ანაზღაურება:

  • 900 ევრო ყოველთვიური ანაზღაურების სახით;
  • 580 ევროს ლიმიტში მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება;

ლოკაცია: ლიონი, საფრანგეთი

 სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:

  • პასპორტის ასლი;
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
  • ინგლისური ან ფრანგული ენის სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის ოფიციალური წერილი უნივერსიტეტისგან);

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (იგენსიას უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

პერიოდი ექვემდებარება შეთანხმებას 2026-2027 სასწავლო წლის განმავლობაში (მობილობა არ ხორციელდება ივლისსა და აგვისტოში)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 9 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: იგენსიას უნივერსიტეტი, ბაკალავრი (ან მაგისტრი) 

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტების საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge Nini.palavandishvili@gau.edu.ge marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა