ცხადდება მოკლე ვადიანი გაცვლითი პროგრამა თურქეთში, ქარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში!
პარასკევი, 20 მარტი, 2026
ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ მოკლე ვადიან ერასმუს+ გაცვლით პროგრამაზე თურქეთში, ქარადენიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული კანდიდატი შეძლებს დაფინანსების მოპოვებასა და წასვლას ორი კვირის განმავლობაში (2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის ივნისში).
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამედიცინო სკოლისა და ბიზნეს ადმინისტრირების სკოლის სტუდენტებს.
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ან თურქული ენის B2 დონეზე ცოდნა;
- GPA-ის მინიმალური ზღვარი ბაკალავრის სტუდენტებისთვის-2.20; მაგისტრატურის სტუდენტებისთვის-2.50;
-
„უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია და გადაიხადოს სემესტრის საფასური ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში
დაფინანსება მოიცავს:
- ფიზიკური მობილობის დაწყებიდან, დღიურ 79 ევროს;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება - 211 ევროს ოდენობით;
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
- CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
- ინგლისური ან თურქული ენების სერტიფიკატი (საერთაშორისო სერტიფიკატი, ან GAU-ში გავლილი საგნის - ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი).
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან (ქართულ ამერიკული უნივერსიტეტი);
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი).
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის
ფიზიკური მობილობის პერიოდი: 14-27 ივნისი
ვირტუალური მობილობის პერიოდი: 8-12 ივნისი
პროგრამის აღწერილობა: Erasmus+ KA171 Project-Call for Nominations for Short-Term Incoming Student Mobility for Traineeships | Office of Exchange Programs - Erasmus+
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 29 მარტის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ქარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge