ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, GAU Dandy Neurosurgical კლუბის ორგანიზებით GAU-ს მედიცინის სკოლის სტუდენტებისთვის პრაქტიკულ უნარებზე ორიენიტებული ღონისძიება ჩატარდა. (25.05.25)
რომელიც მიზნად, GAUელების ნეიროქირურგიული უნარების განვითარების ხელშეწყობას ისახავდა.
ღონისძიების პრაქტიკული სესიები უკავშირდებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა:
- სისხლძარღვთა ანასტომოზი
 - ნაკერის დადების პრაქტიკა
 - კვანძების გაკეთების ტექნიკა
 - ვილისის წრე
 - ნევროლოგიური გამოკვლევა
 
დამოუკიდებელი მოდელების შექმნის გზით GAUDG-ის წევრებმა სტუდენტებს წარუდგინეს DIY ქირურგიული მოდელები, რათა მათ რეგულარული პრაქტიკით განევითარებინათ ქირურგიული უნარები.
ღონისძიების ბოლოს საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.