Devfest Tbilisi 2015

კვირა, 08 ნოემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

7-8 ნოემბერს (2015) Google–ის დეველოპერების ჯგუფის ყოველწლიური ფესტივალი Devfest საქართველოში ჩატარდა. ღონისძიებას ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლამ და ჯეოლაბმა უმასპინძლეს.

ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური IT ღონისძიება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში მოეწყო და მან საერთო ჯამში 30, 000-ზე მეტი დეველოპერი გააერთიანა. 

ორდღიანი დეველოპერული ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება მოეწყო:
• ჰაკათონი
 ვორქშოფები
• ღია ლექციები
 Women Techmakers Tbilisi
• გასართობი თამაშები

Devfest თბილისი 2015-ზე მოწვეული იყვნენ:

  • Baris Yesugey - Google-ის წარმომადგენელი
  • Oytun Eren Sengul - UI/UX ექსპერტი და ციფრული გამოცდილების კონსულტანტი
  • Said Tahsin Dane - Google-ის ექსპერტი Android Development-ში.

Devfest თბილისი მესამედ გაიმართა და მთელი მსოფლიოს რუკაზე გაბნეული ანალოგიური ღონისძიებების განუყოფლი ნაწილი გახდა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა