სიახლეები და ღონისძიებები

განათლება და მეცნიერება 21-ეს საუკუნეში: გამოწვევები და ახალი პერსპექტივები

განათლება და მეცნიერება 21-ეს საუკუნეში: გამოწვევები და ახალი პერსპექტივები

პარასკევი, 14 მარტი, 2025

2025 წლის 14 მარტს თბილისში წარმატებით ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – „განათლება და მეცნიერება 21-ე საუკუნეში: გამოწვევები და ახალი პერსპექტივები“. კონფერენცია ორგანიზებული იყო სამეცნიერო პლატფორმის „განათლება განვითარებისა და სტაბილურობისათვის“ მიერ, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალურის მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლასთან პარტნიორობით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები განსაკუთრებულ აქტუალობას ატარებდა თანამედროვე გლობალური და რეგიონული გამოწვევების ფონზე. მონაწილეებმა განიხილეს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმები, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები, აკადემიური ინსტიტუციების განვითარების პერსპექტივები და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის ეფექტური მოდელები.

სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სექტორში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ინსტიტუციური პარტნიორობის გაღრმავებასა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს აკადემიური და სამეცნიერო სივრცის მდგრად განვითარებას.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 80-ზე მეტმა ცნობილმა ექსპერტმა და მეცნიერმა საქართველოდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ასევე, კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი და სხვა ოფიციალური პირები, რამაც კონფერენციის ფარგლებში წარმოებული დისკუსიები და განხილვები მრავალფეროვანი, შინაარსობრივად დატვირთული და პრაქტიკულად ღირებული გახადა.

კონფერენციის დასკვნითი ნაწილი დაეთმო სამეცნიერო პლატფორმის აკადემიური სტრატეგიის პრეზენტაციას, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ახალი ინიციატივები და სამომავლო გეგმები, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერებას საერთაშორისო სტანდარტებისა და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „რეალპოლიტიკა 21-ე საუკუნეში და ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლების სისტემა“ ფარგლებში.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა