ცხადდება გაცვლითი BIP პროგრამა ვილნიუსის კოლეჯში, ლიეტუვა!
ორშაბათი, 29 იანვარი, 2024
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს გაცვლით BIP პროგრამაზე, ვილნიუსის კოლეჯში, ლიეტუვა. პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ კანდიდატი უფასოდ გაემგზავრება ლიეტუვაში ხუთდღიან BIP პროგრამაზე
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე და მერვე სემესტრის სტუდენტებს, ასევე სამაგისტრო პროგრამის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის სტუდენტებს
 - აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა
 
მონაწილეობის პირობები:
- უფასო მონაწილეობა BIP პროგრამაში
 - უფასო ვიზიტები (Western Union Office)
 - Lunch და Coffee Breaks
 - შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა აანაზღაურონ მოგზაურობის, საცხოვრებლის და სხვა მნიშვნელოვანი ხარჯები
 
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი სტუდენტებისთვის:
- ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
 - CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
 - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
 - უნივერსიტეტის ნიშნების ამონაწერი (ოფიციალური დოკუმენტი ინგლისურ ენაზე);
 - ინგლისური ენის სერტიფიკატი ან შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი უნივერსიტეტისგან
 
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება
 - კანდიდატურის არჩევა
 
პროგრამის ხანგრძლივობა:
- 2024 წლის 22-26 აპრილი
 
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 14 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: Vilniaus Kolegija, BIP
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge ; ana.zanqaidze@gau.edu.ge