სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯში!

პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ირლანდიაში, დუბლინის ტრინიტის კოლეჯში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ბიზნესისა და აიტის სკოლების აკადემიური პერსონალი და GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 190 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • 580 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
  • შერჩეულმა კანდიდატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლის ხარჯები;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);

ადმინისტრაციული/დამხმარე პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი 

აკადემიური პერსონალის მობილობის ხელშეკრულების შაბლონი

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის 

 

შერჩების კრიტერიუმები:

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • 2027 წლის გაზაფხულის სემესტრი-25-29 იანვარი (დამატებით 2 დღე მგზავრობისთვის)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 30 ნოემბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: დუბლინის ტრინიტის კოლეჯი, აკადემიური ან ადმინისტრაციული სტაფი!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა