ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ლიეტუვაში, ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში! (EHU)
ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2026
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, აკადემიური პერსონალისთვის ლიეტუვაში, ევროპის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში! (EHU)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის აკადემიურ პერსონალს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ისტორიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს, მედიაპროდუქციისა და ვიზუალური მეთოდების დიზაინის პროგრამისა აკადემიურ პერსონალს და ინფორმატიკის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს ინჟინერიის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 147 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
- აკადემიურ პერსონალს ხელმისაწვდომი სასწავლო მიმართულებებისა და ლექციის თემების შესახებ ინფორმაციის გაცნობა შეუძლია შემდეგ ბმულზე.
Mobility agreement (teaching);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
- სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
ხანგრძლივობა - 7 დღე, 2026 წლის შემოდგომა/2027 წლის გაზაფხული (უნივერსიტეტთან შეთანხმებით)
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 12 ოქტომბრის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ევროპის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი აკადემიური პერსონალი”
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge: marine.razmadze@gau.edu.ge