გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის რუმინეთში, ლუსიან ბლაგას სიბიუს უნივერსიტეტში!
ხუთშაბათი, 05 თებერვალი, 2026
ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე, აკადემიურიპერსონალისთვის რუმინეთში, ლუსიან ბლაგას სიბიუს უნივერსიტეტში!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის, სამართლის პროგრამისა და ისტორიის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს მედიცინის სკოლის, სამართლის პროგრამისა და ისტორიის პროგრამის აკადემიური პერსონალი;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 148 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად.
- 309 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- ბიომეტრული პასპორტი;
- ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა.
Mobility agreement (teaching);
შერჩების კრიტერიუმები:
GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები აკადემიური პერსონალისთვის
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი).
ხანგრძლივობა - 7 დღე, 10-16 მაისი, 2026 წელი
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 16 თებერვლის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთსააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: "ლუსიან ბლაგა-აკადემიური პერსონალი”
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge nini.palavandishvili@gau.edu.ge