სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ჩეხეთში, VSB ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის ჩეხეთში, VSB ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში!

სამშაბათი, 23 ივნისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუსპროგრამაზე ჩეხეთში, ოსტრავას ტექნიკურ უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას და ლექციის ჩატარებას!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აკადემიურ პერსონალს;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • 170 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
  • 395 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად

შერჩევის კრიტერიუმები:

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი აკადემიური პერსონალისთვის:

  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა);
  • გაუ-ში დასაქმების ცნობა;
  • ბიომეტრული პასპორტი;
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა Mobility Agreement - Teaching.

შესარჩევი პროცესი:

  • კანდიდატების მოკლე სიის შედგენა (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).

 გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა:

  • ხანგრძლივობა: 12-17 ოქტომბერს დაგეგმილი აკადემიური კვირეული

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 1 ივლისის 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge.

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: VSB Technical University of Ostrava, Academic Staff!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა