გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის პოლონეთში, დასავლეთ პომერანიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში!
ორშაბათი, 05 ოქტომბერი, 2026
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე პოლონეთში, დასავლეთ პომერანიანის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მშენებლობის პროგრამის აკადემიურ პერსონალს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- GAU-ს აკადემიურ პერსონალი მშენებლობის ფაკულტეტიდან;
- აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.
დაფინანსება მოიცავს:
- დღიურად 148 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად;
- 395 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე;
- მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა;
- ბიომეტრული პასპორტი;
- ინგლისური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
- სხვა სერთიფიკატები;
შერჩების კრიტერიუმები:
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 12 ოქტომბრის, 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: დასავლეთ პომერანიანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, აკადემიური პერსონალი"
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge