სიახლეები და ღონისძიებები

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტში!

ცხადდება გაცვლითი პროგრამა ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტში!

ოთხშაბათი, 18 თებერვალი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ადმინისტრაციული პერსონალისთვის ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერასმუს+ პროგრამაზე ესპანეთში, ბურგოსის უნივერსიტეტში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • GAU-ს ადმინისტრაციული პერსონალი;
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისურის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • დღიურად 170 ევროს დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად. 
  • 1188 ევროს მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად;

საჭირო დოკუმენტაცია:

  • CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე; 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
  • ბიომეტრული პასპორტი; 
  • ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში დასაქმების დამადასტურებელი ცნობა (ინგლისურ ენაზე);
  • მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა Mobility agreement (training); 
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა.

შერჩების კრიტერიუმები:

·       GAU-ს შერჩევის კრიტერიუმები გაცვლით პროგრამაში მონაწილე ადმინისტრაციული პერსონალისათვის

  • ინტერნაციონალიზაციის გამოცდილება: 40%
  • მოტივაცია: 20%
  • პროგრამასთან შესაბამისობა: 20%
  • სტაჟი: 20%

განაცხადის გაგზავნა:

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტების განხილვა/სტიპენდიის მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი).
  • ხანგრძლივობა - 7 დღე.

გზამკვლევი - ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 25 თებერვლის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციოდოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულმისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ბურგოსის უნივერსიტეტიადმინისტრაციული პერსონალი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: nini.palavandishvili@gau.edu.ge; keso.mechurchlishvili@gau.edu.ge 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა