ცხადდება გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში!
სამშაბათი, 21 იანვარი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამაზე, ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, თურქეთში!
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
 - აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
 
დაფინანსება მოიცავს:
- 140 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
 - 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად
 
შერჩევის კრიტერიუმები:
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:
- CV ევროპასის ფორმატში ინგლისურ ენაზე
 - ბიომეტრიული პასპორტის ასლი;
 - მობილობის ხელშეკრულების შევსებული ფორმა
 
შესარჩევი პროცესი:
- დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
 - დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)
 
ხანგრძლივობა:
7 დღე
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 28 იანვრის 19:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი გაერთიანებული PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge.
გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: „ისპარტას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული პერსონალი“.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge, nini.palavandishvili@gau.edu.ge