სიახლეები და ღონისძიებები

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ანკარას უნივერსიტეტში!

გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის თურქეთში, ანკარას უნივერსიტეტში!

შაბათი, 18 აპრილი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამაზეანკარას უნივერსიტეტშითურქეთში!

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ პერსონალს.
  • აუცილებელი წინაპირობაა ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

დაფინანსება მოიცავს:

  • 140 ევრო დღიურად დაბინავებისა და კვების ხარჯების ასანაზღაურებლად
  • 275 ევრო მგზავრობის ხარჯების ასანაზღაურებლად

შერჩევის კრიტერიუმები:

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი ადმინისტრაციული პერსონალისთვის:

Mobility Agreement Training

შესარჩევი პროცესი:

  • დოკუმენტაციის შემოწმება (ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი);
  • დოკუმენტების განხილვა და დაფინანსების მინიჭება (მიმღები უნივერსიტეტი)

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა7 დღე (31 ივლისამდე)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2026 წლის 23 აპრილი 17:00 საათამდე გამოაგზავნეთ სააპლიკაციო დოკუმენტაცია (ყველა დოკუმენტი ცალ-ცალკე PDF ფორმატში) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: exchange@gau.edu.ge

გთხოვთ, მეილის სათაურად მიუთითოთ: ,, ნკარას უნივერსიტეტიადმინისტრაციული პერსონალი“.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: keso.mechurchlishvili@gau.edu.ge; nini.palavandishvili@gau.edu.ge; marine.razmadze@gau.edu.ge

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა