სიახლეები და ღონისძიებები

Gastronome Group-ის საოპერაციო დირექტორის შეხვედრა GAU-ს სტუდენტებთან

Gastronome Group-ის საოპერაციო დირექტორის შეხვედრა GAU-ს სტუდენტებთან

ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

GAU-ს ბიზნესის სკოლის სტუდენტებს Gastronome Group-ის საოპერაციო დირექტორი, თეონა წიწილაშვილი ეწვია. 

შეხვედრაზე - „Leading People, Managing Business: From Team Performance to Business Results“ - სპიკერმა სტუდენტებს საკუთარი მრავალწლიანი გამოცდილება გაუზიარა და რეალური ბიზნესის მართვის პრაქტიკული მხარეები აჩვენა. დისკუსიისა და ცნობილი კომპანიების ქეისების განხილვისას საუბარი შეეხო: ეფექტურ ლიდერობასა და გუნდის მართვას; ბიზნეს სტრატეგიასა და გაყიდვების ზრდას; წარმატებული მოლაპარაკებების ხელოვნებას. ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმით დასრულდა, სადაც სტუდენტებმა სპიკერისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე პირდაპირი, პრაქტიკული რჩევები მიიღეს.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა