GAU-ში მე-10 სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ გაიმართება
სამშაბათი, 24 ნოემბერი, 2026
2026 წლის 27 ნოემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ორგანიზებით პროფესორ-მასწავლებელთა მე-10 სამეცნიერო კონფერენცია „ენა და კულტურა“ გაიმართება.
კონფერენცია, რომელიც 2016 წლიდან ყოველწლიურად იმართება, ენის, ლიტერატურისა და კულტურის საკითხებზე სამეცნიერო მოხსენებებს აერთიანებს.
წელს წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება ენათმეცნიერებას, ლიტერატურას, მწერლის ენასა და სტილს, ლიტერატურის თეორიას, ფოლკლორსა და ქართულ კულტურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროს.