სიახლეები და ღონისძიებები

GAU Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა!

GAU Apple-ის ავტორიზებული სასწავლო ცენტრი გახდა!

ხუთშაბათი, 30 მაისი, 2024

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი გახდა (AATCE – Apple Authorized Training Center for Education)

GAU ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელიც შეუერთდა სასწავლო ცენტრების გლობალურ ქსელს.

აღნიშნული სტატუსი გულისხმობს:

  •  Apple-ის მიერ სერტიფიცირებულ ტრენერებს;
  •  Apple-ის პროდუქციის აღჭურვილ ლაბორატორიას და ყველა დათქმულ სტანდარტთან შესაბამისობას.

Apple-ის ავტორიზებული ტრენინგ ცენტრი სექტემბრიდან დაიწყებს ოპერირებას GAU-ში და საწყისს ეტაპზე, დაინტერესებულ პირებს, შესთავაზებს მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსს Swift Development-ის მიმართულებით. 

სასწავლო კურსები სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს დაეუფლონ უახლეს ტექნოლოგიებს და მიიღონ iOS აპლიკაციების განვითარების უნარები.

ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა AATCE სტატუსი StrategEast-ის მხარდაჭერით მოიპოვა.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა