სიახლეები და ღონისძიებები

GAU Changemakers Club-მა საქმიანობა განახლებული პროექტებით დაიწყო

GAU Changemakers Club-მა საქმიანობა განახლებული პროექტებით დაიწყო

ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის Changemakers Club-მა საქმიანობა განახლებული პროექტებით დაიწყო. კლუბის მიზანია ახალგაზრდებს შეუქმნას სივრცე თვითაღმოჩენისთვის, კარიერული ორიენტაციის, ლიდერული უნარებისა და პიროვნული განვითარებისათვის.

კლუბის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ უნივერსიტეტის გარემოს, ერთი დღით მოირგონ GAU-ს სტუდენტის როლი და აქტიური მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატიც მიიღონ.

განახლებული პროექტის ფარგლებში ბიზნესის სკოლის ორსესიანი ლექციური მოდული გაიმართა. მონაწილეები დაესწრნენ ლექციებს „Lead Your Life: Managerial Skills and Entrepreneurial Thinking“ და „Business Leadership & Mindset“, რომლებიც ლიდერობის, მენეჯერული აზროვნებისა და მეწარმეობრივი უნარების განვითარებას მიეძღვნა.

ლექციებს უძღვებოდნენ GAU-ს ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანი ნატო ტორონჯაძე და ბიზნესის სკოლის პროფესორი დინა ასლამაზიშვილი.

GAU Changemakers Club ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ პროფესიული და პიროვნული უნარები, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალი და გახდნენ იმ ცვლილებების ნაწილი, რომლებიც წარმატებული მომავლის საფუძველს ქმნის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა