სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება

GAU-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება

სამშაბათი, 08 სექტემბერი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება. სწავლის დაწყებამდე სტუდენტებმა რეგისტრაციის ორი ეტაპი უნდა გაიარონ.

I ეტაპი - ონლაინ რეგისტრაცია

ონლაინ რეგისტრაცია 8-დან 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. უნივერსიტეტში ვიზიტამდე პირველკურსელებმა აუცილებლად უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია და მიჰყვნენ მითითებულ ინსტრუქციებს.

რეგისტრაციის ბმული:
ონლაინ რეგისტრაცია

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა პერიოდულად უნდა შეამოწმონ მათ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში უნივერსიტეტისგან შესაბამის შეტყობინებას მიიღებენ.

II ეტაპი - პირველკურსელთა საზეიმო მიღება და დოკუმენტაციის ჩაბარება

პირველკურსელთა საზეიმო მიღება 16 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ამავე დღეს სტუდენტებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • ატესტატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი - მხოლოდ ვაჟებისთვის;
  • 2 ფოტოსურათი (3x4).

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი 21 სექტემბერს დაიწყება.

GAU პირველკურსელებს 16 სექტემბერს, 13:00 საათზე საზეიმო მიღებაზე ელოდება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა