სიახლეები და ღონისძიებები

GAU გაეროს მოდელირების საერთაშორისო პლატფორმას - GAU MUN-ს აფუძნებს

GAU გაეროს მოდელირების საერთაშორისო პლატფორმას - GAU MUN-ს აფუძნებს

ოთხშაბათი, 24 მაისი, 2023

აჩვენე კალენდარზე

GAU გაეროს მოდელირების საერთაშორისო პლატფორმას - GAU MUN-ს აფუძნებს და იქნება პირველი უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ოფიციალურად უერთდება MUN-ების გლობალურ ქსელს.


GAU MUN იქმნება თქვენთვის, თავისუფალი, გაბედული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ეძიებით, უმკლავდებით დაბრკოლებებს, ვითარდებით, ცვლით და ქმნით ჩვენი ქვეყნის ახალ დღის წესრიგს.

გაეროს მოდელირების პლატფორმა გააერთიანებს ასობით ახალგაზრდა ლიდერს, რომლებიც იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზე და მოძებნიან პრობლემების გადაჭრის გზებს. ისინი წარმოადგენენ ახალ იდეებს, რომლებიც სამყაროს შეცვლიან უკეთესობისკენ.

GAU MUN ყოველწლიურად გამართავს საერთაშორისო ფორუმებს, კონფერენციებს, სამიტებს და გააერთიანებს სტუდენტურ ქსელს მთელ მსოფლიოში.

GAU MUN-ის ადგილობრივი თემი GAU-ს ბაზაზე სისტემატიურად იმუშავებს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე პოლიტიკის, სამართლის, დიპლომატიის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ტექნოლოგიური განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი სფეროების მიმართულებით.

GAU MUN-ის გლობალური სტრატეგია მიზნად ისახავს ქართველი სტუდენტების წარმომადგენლობითი დელეგაციების საერთაშორისო მოდელირებებში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვან ქალაქებსა და უნივერსიტეტებში, მათ შორის ვაშინგტონში, პარიზში, რომში, ლონდონში, ბრიუსელში და სხვა მნიშვნელოვან დედაქალაქებში.


GAU MUN შთაგონებულია მრავალფეროვნებით და ერთიანდება ინდივიდებისთვის!


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა