სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს მედიცინის სკოლის ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების გაცნობითი კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის წარმატებით დასრულდა

GAU-ს მედიცინის სკოლის ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების გაცნობითი კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის წარმატებით დასრულდა

პარასკევი, 23 ივლისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) მედიცინის სკოლის ლაბორატორიული მედიცინისა და პრაქტიკული უნარების გაცნობითი კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის წარმატებით დასრულდა.

მედიცინით დაინტერესებულ მოსწავლეებს, რომლებიც თავიანთი სამომავლო პროფესიის დაკავშირებას სამედიცინო სფეროსთან გეგმავენ, შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჩვენს უფასო ტრენინგ კურსზე.

კურსის ფარგლებში, სამოტივაციო წერილის საფუძველზე შერჩეულ 30 მოსწავლეს ჩაუტარდა გაცნობითი ტიპის შეხვედრები, სადაც გაეცნენ მედიცინის საწყის ცნებებს და საბაზისო პრაქტიკას GAU-ს მედიცინის სკოლის პროფესორებთან ერთად.

ტრენინგ კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • BLS - სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმი. მასტერკლასზე მოსწავლეებს ვაჩვენეთ და შევასწავლეთ გულის გაჩერების ამოცნობა და შესაბამისი პირველადი დახმარების გაწევა, როგორც ზრდასრული ადამიანის, ასევე მოზარდის შემთვევაში;
  • დემონსტრირება და პრაქტიკა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: არასტერილური ხელთათმანის სწორი გახდის ტექნიკა, სისხლში გლუკოზის შემოწმება გლუკომეტრის გამოყენებით და ასევე,  კუნთშიგა და ინტრავენური ინექციები;
  • ბიოქიმიისა და მორფოლოგიის მასტერკლასი ლაბორატორიაში;
  • ჰისტოლოგიის მასტერკლასი ლაბორატორიაში.

პროექტის მონაწილეებს საჩუქრად გადაეცათ GAU-ს ბრენდირებული ნივთები და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

წარმატებებს ვუსუვრებთ თითოეულ მონაწილეს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა