GAU New Year Party 2021

შაბათი, 25 დეკემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

2021 წლის 24 დეკემბრის საახალწლო წვეულება, GAU-ს მრავალწლიან ღონისძიებათა სიაში ყველაზე მეგობრული, მყუდრო და ჯადოსნური საღამოს სახელით ჩაიწერა.

GAU-მ დიდი სიხარულითა და რეგულაციების სრული დაცვით უმასპინძლა მონატრებულ სტუდენტებს.

საახალწლო ღონისძიება უამრავი დასამახსოვრებელი მომენტით გამოირჩეოდა. ჯადოსნურ ატმოსფეროს კოცონი, გლინტვეინი, ცოცხალი მუსიკა და ერთმანეთის ნახვით მონატრებული სტუდენტები ქმნიდნენ. ახალი წლის წვეულება მუსიკალურად გააფორმეს Frosting Bites-მა და ჩვენი სტუდენტებისგან შემდგარმა ბენდმა, რომლის სადებიუტო გამოსვლასაც უმასპინძლა GAU-მ.

საღამო დასრულდა ტრადიციულად ტორტის გაჭრით, საჩუქრებით, ფოიერვერკით, დასამახსოვრებელი ფოტოებითა და იმ აზრის გაჟღერებით, რომ ჩვენ ერთად ვქმნით მომავალს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა