სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით

GAU-ს პირველკურსელების დაჯილდოება სასწავლო ვაუჩერებით

პარასკევი, 25 სექტემბერი, 2015

აჩვენე კალენდარზე

დღეს GAU-ში ბევრი მზე, სიხარული და მუსიკა იყო.

25 სექტემბერს GAU-ს 23 პირველკურსელს 1000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული უმაღლესი ქულებისთვის. 

GAU-მ ეს გადაწყვეტილება საიუბილეო წელთან დაკავშირებით მიიღო.

ვაუჩერებით და GAU-ს ბრენდირებული სუვენირებით პირველკურსელები GAU-ს პრეზიდენტმა, კანცლერმა და დეკანებმა დაასაჩუქრეს.

დღესვე დაჯილდოვდა GAU-ს ბიზნესის სკოლის მესამე კურსელი, ყველაზე მაღალრეიტინგიანი სტუდენტი, ლიკა ტოკლიკიშვილი, რომელსაც 31 ოქტომბერს თბილისში დროის მეფედ წოდებული ლეგენდარული ქოუჩის - დევიდ ალენის -
მასტერკლასზე დასასწრები ბილეთი გადაეცა.

GAU-მ მოსაწვევი კომპანია Prospect-ისგან მიიღო, როგორც ერთ-ერთმა საუკეთესო უნივერსიტეტმა საქართველოში.

ღონისძიებას მუსიკალურად GAU ბენდი აფორმებდა. 

27 სექტმბერს კი GAU-ელებს Welcome Party ელით. GAU-ს თვითმმართველობა კვირას ყველა სკოლის სტუდენტებს კლუბში "მტკვარზე" ეპატიჟება.

GAU ამ მხიარული დასაწყისით წარმატებულ წელს და წინსვლას გისურვებთ!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა