სიახლეები და ღონისძიებები

ღია კარის დღე GAU-ში

ღია კარის დღე GAU-ში

შაბათი, 06 თებერვალი, 2016

აჩვენე კალენდარზე

6 თებერვალს, 14:00 საათზე გამართულ ღია კარის დღეზე აბიტურიენტებს GAU-ს ელჩებმა უმასპინძლეს. მათ აბიტურიენტები 4 სხვადასხვა ლოკაციაზე 4 სკოლის დეკანთან გაანაწილეს.

შეხვედრა GAU-ს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა. დეკანებთან გამართულ შეხვედრაზე მათ მიაწოდეს ინფორმაცია GAU-ს კონკრეტული ფაკულტეტების და GAU-ში მოქმედი ახალი სწავლის გადასახადის სისტემის შესახებ. დეკანებმა ამომწურავი პასუხები გასცეს აბიტურიენტების მიერ დასმულ შეკითხვებს. 

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ კი გათამაშდა GAU-ს 1 000 და 500 ლარიანი სასწავლო ვაუჩერები. ასე გამოვლინდა ოთხი იღბლიანი აბიტურიენტი: 

  • ბიზნესის სკოლა - ნინო მალანია
  • სამართლის, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა - მარიამ ჩაბოშვილი
  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა - ნინო ხმიადაშვილი
  • ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა - თემურ კაკუშაძე

მათ ასევე საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ GAU-ს სხვადასხვა ლოკაციები: ლაუნჯი, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ეზო და ჯეოლაბი.

აბიტურიენტებისთვის დღე დატვირთული იყო სასიამოვნო და პოზიტიური შთაბეჭდილებებით.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა