სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ს ბიბლიოთეკის ტრენინგი GAUელებისთვის: EBSCO-ს ელექტორნული ბაზების მნიშვნელობა და მათი გამოყენების წესები

GAU-ს ბიბლიოთეკის ტრენინგი GAUელებისთვის: EBSCO-ს ელექტორნული ბაზების მნიშვნელობა და მათი გამოყენების წესები

ხუთშაბათი, 08 აპრილი, 2021

აჩვენე კალენდარზე

8 აპრილს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) ბიბლიოთეკის წარმომადგენელი GAU-ს სტუდენტებს შეხვდა. საინფორმაციო შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის EBSCO-ს ელექტონული ბაზების მნიშვნელობის და მისი გამოყენების წესების ახსნა. 

ამავე შეხვედრაზე, ჩატარდა ტრენინგი, რომლის ფარგლებში Information Systems Management-ის დირექტორმა, ნანა ხუსკივაძემ და პროექტების მენეჯერმა, მაია მეტრეველმა ახსნეს 
ებსკოს ბაზების გამოყენების წესები და პრინციპები. ასევე, სტუდენტებს გააცნეს ის დარგები, რომლის შესახებაც შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება აღნიშნული ბაზაში.

EBSCO-ს ბაზა აერთიანებს 10 ელექტრონულ ბაზას სხვადასხვა დარგში, სადაც განთავსებულია სამეცნიერო ტექსტები, ჟურნალები, პუბლიკაციები და ა.შ. მათი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ GAUელს, ბიბლიოთეკის მიერ მიწოდებული სპეციალური ანგარიშის გამოყენებით. 

GAU-ს ბიბლიოთეკა მუდმივად ახლდება, რათა ჩვენს სტუდენტებს ჰქონდეთ წვდომა მრავალფეროვან და თანამედროვე წყაროებზე. 

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა