სიახლეები და ღონისძიებები

GAU-ში ინტელექტუალური თამაში QUIZZ SHOW გაიმართა

GAU-ში ინტელექტუალური თამაში QUIZZ SHOW გაიმართა

ოთხშაბათი, 27 მაისი, 2026

აჩვენე კალენდარზე

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა ინტელექტუალური თამაში QUIZZ SHOW, რომელიც პროექტ Changing Signs-ის ინსპირაციით შეიქმნა.

ღონისძიებამ GAU-ს სივრცეში გააერთიანა ცოდნა, სწრაფი აზროვნება, გუნდური თანამშრომლობა და ჯანსაღი კონკურენცია. ინტელექტუალურ შეჯიბრებაში მონაწილეობა ექვსმა გუნდმა მიიღო. თითოეული გუნდი ოთხი წევრისგან შედგებოდა და სხვადასხვა ეტაპზე მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი ცოდნის, ანალიტიკური აზროვნებისა და სწრაფი რეაგირების უნარის წარმოჩენას.

შეჯიბრი დაძაბული და საინტერესო აღმოჩნდა. მონაწილეებმა მრავალფეროვან კითხვებს უპასუხეს და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლეს.

საბოლოოდ, ყველაზე სწრაფი და ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება გუნდმა „მერე“ შეძლო, რომელმაც მთავარი პრიზი და გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

QUIZZ SHOW-ის ფორმატმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც ცოდნა, შემოქმედებითი აზროვნება და გუნდური მუშაობა ერთიანდება.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა