GAU at the silk-Road Universities Network in Samarkand!
ხუთშაბათი, 23 ოქტომბერი, 2025
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აბრეშუმის გზის უნივერსიტეტების ქსელის მე-10 გენერალურ ასამბლეაზე, სამარყანდში!
13-17 ოქტომბერს (2025), GAU-ს წარმომადგენელი ანა ჩორგოლაშვილი გზის უნივერსიტეტების ქსელის (SUN) მე-10 გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობდა უზბეკეთში.
ღონისძიება აერთიანებდა უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს, მეცნიერებსა და სტუდენტებს აბრეშუმის გზის რეგიონიდან.
მონაწილეებმა საერთაშორისო ნეთვორქის ფარგლებში, დაამყარეს კონტაქტები პროფესორებთან და მკვლევარებთან თურქეთიდან, საბერძნეთიდან, სამხრეთ კორეიდან და სხვა ქვეყნებიდან.
პროგრამა მოიცავდა აკადემიურ სესიებს, სტუდენტურ სემინარებს, კულტურულ ღონისძიებებსა და სამარყანდის ისტორიულ ტურს.
ჩვენი უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობას და აქტიურ მონაწილეობას ქსელის აქტივობებში.