GAUსტარტაპე

ორშაბათი, 08 ნოემბერი, 2021

აჩვენე კალენდარზე

ხარ აბიტურიენტი და გაქვს საინტერესო ბიზნეს იდეები? გაინტერესებს ბიზნესის ადმინისტრირება და მეწარმეობა? - მაშინ ეს კონკურსი შენთვისაა!

GAUსტარტაპე GAU-ს ბიზნესის სკოლის პროექტია მოტივირებული და შემოქმედებითი მოსწავლეებისთვის. კონკურსი დაგეხმარება საკუთარი იდეების დახვეწასა და პროდუქტის შექმნისთვის საჭირო სწორი ხედვის ჩამოყალიბებაში. ამავდროულად აღნიშნული გამოცდილება GAU-ში საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაყოფიერი დასაწყისი იქნება.

შერჩეულ მონაწილეებს პირველ რიგში ჩაუტარდებათ 5 მასტერკლასი, სადაც ისინი გაეცნობიან ისეთ თემებს, როგორიცაა: მეწარმეობა, ფინანსები, ლიდერშიფი, ბრენდინგი და მარკეტინგი. ლექციებს გაუძღვებიან GAU-ს ბიზნესის სკოლის ლექტორები და კანტის აკადემიის სპიკერები. ტექნოლოგიური სტარტაპიდეების მხარდასაჭერად კი, პროექტში ასევე ჩაერთვებიან ჯეოლაბის ტრენერები! ლექციები ჩატარდება ონლაინ, ზუმის პლათფორმის მეშვეობით.

როგორ უნდა გახდე GAU-სტარტაპეს მონაწილე:

  • კონკურსი გუნდურია. აუცილებელია კონკურსში მონაწილე გუნდი შედგებოდეს  ორიდან ოთხ ადამიანამდე.
  • გუნდურად დარეგისტრირებული მონაწილეები უნდა იყვნენ ერთი და იგივე სასწავლო დაწესებულების მოსწავლეები
  • იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღო პროექტში, უნდა იყო საქართველოს ნებისმიერი სახელმწიფო, თუ კერძო საშუალო სკოლის მოსწავლე/აბიტურიენტი;
  • უნდა შეავსო სარეგისტრაციო ფორმა და დაურთო 2 წუთამდე ვიდეო, სადაც მოგვიყვებით თქვენი ბიზნეს იდეის შესახებ. აპლიკაციის შესავსებად და ვიდეოს ასატვირთად ისარგებლე შემდეგი ბმულით: https://forms.gle/vGvCjNsKoDNxxcNV7 რეგისტრაცია გრძელდება 22 ნოემბრის ჩათვლით;
  • ერთი სკოლიდან შესაძლებელია რამდენიმე გუნდის დარეგისტრირება;
  • თქვენი იდეა შეიძლება ეხებოდეს ნებისმიერ თემას: ინოვაციური ტექნიკის გამოგონება, ახალი სერვისის შემუშავება თუ სხვა. გაქვთ სრული თავისუფლება, არ შეიზღუდოთ თავი და თამამად გადაეშვით კრეატიულობის უსაზღვრო მორევში!

 

ეტაპები:

  • შემოსულ საინტერესო იდეებს შორის შევარჩევთ 10 საუკეთესოს - შევსებული აპლიკაციისა და ვიდეო ჩანაწერის მიხედვით
  • მონაწილეები დაესწრებიან მასტერკლასებს და მათი მიმდინარეობის პროცესში განავითარებენ თავიანთ ბიზნეს-იდეებს, რათა წარადგინონ სპეციალური ჟიურის წინაშე, დასკვნით ეტაპზე
  • ფინალში მონაწილეები გააშუქებენ როგორც თავიანთ პირველად ვიდეო ჩანაწერებს, ისე საბოლოო პრეზენტაციას, რომელშიც შეტანილი იქნება ცვლილებები. ის კონკურსანტი/გუნდი, რომელსაც ექნება საუკეთესო ბიზნეს იდეა და გვაჩვენებს განვითარების პროცესს, გახდება მოწვეული ჟიურის რჩეული და კონკურსის გამარჯვებული.

 

კონკურსის საპრიზო ფონდი:

პირველი ადგილი:

2000 ლარიანი ფულადი პრიზი, რომელიც გაიცემა GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

700 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი, რომელიც ამოქმედდება GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მეორე ადგილი:

1500 ლარიანი ფულადი პრიზი,, რომელიც გაიცემა GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;

მესამე ადგილი:

  • 1000 ლარიანი ფულადი პრიზი,  რომელიც გაიცემა GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში;


GAU-
ს პარტნიორი კომპანია, კანტის აკადემია, გამოავლენს „კანტის რჩეულ გუნდს “, რომელსაც სრულად დაუფინანსებს კანტის აკადემიის ერთ-ერთ პროგრამას 2022 წლის გაზაფხულის სემესტრში.

GAU-ს პარტნიორი კომპანია, ჯეოლაბი, გამოავლენს „ჯეოლაბის რჩეულ გუნდს “, რომელსაც სრულიად დაუფინანსებს მათი იდეისთვის საჭირო კურსს ჯეოლაბის კურსებიდან.

*გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ფულადი პრიზები, რომელსაც პირველ სამ ადგილზე გასული კონკურსანტები მოიპოვებენ არის გუნდური პრიზი და არა ინდივიდუალური. რაც გულისხმობს იმას, რომ მოგებული თანხა გაიყოფა გუნდის წევრთა რაოდენობაზე - თითოეული მათგანი მიიღებს შესაბამის ნაწილს. თანხის მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ GAU-ს სტუდენტის სტატუსის მინიჭების შემდეგ. ყველა ზემოთხსენებული ფულადი პრიზი გაიცემა ერთჯერადად. მაგ.: თუ პირველ ადგილზე გასული გუნდი შედგება 4 წევრისგან, თითოეული გუნდის წევრი მიიღებს 500 ლარიან ფულად პრიზს გაუში ჩაბარებისთანავე. 

ხოლო, რაც შეეხება გაუს სასწავლო ვაუჩერს ის არის ინდივიდუალური პრიზი, რომელიც გადაეცემა პირველ ადგილზე გასული გუნდის თითოეულ წევრს ერთჯერადად - 700 ლარის ოდენობით.

პროექტის მიმდინარეობის გრაფიკი

პროექტის ეტაპები

თარიღი

განაცხადების მიღება

     5-22 ნოემბერი

შერჩეული აპლიკანტების პირველადი გადარჩევა

      23-25 ნოემბერი

საბოლოო მონაწილეების შერჩევა

     26-28 ნოემბერი

სატრენინგო სესიები

      29-11 დეკემბერი

კონკურსი და გამარჯვებულის გამოვლენა

      17-19 დეკემბერი

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით - 514004774 ცისია, 598861680 ანი.


სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა