სიახლეები და ღონისძიებები

GAU-სა და TBC სტარტაპერის ერთობლივი კურსის 2021 წლის გამარჯვებულები

GAU-სა და TBC სტარტაპერის ერთობლივი კურსის 2021 წლის გამარჯვებულები

სამშაბათი, 29 ივნისი, 2021

აჩვენე კალენდარზე

29 ივნისს (2021) ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა (GAU) და TBC სტარტაპერის ერთობლივი სტარტაპის განვითარების კურსი დასრულდა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

8 კვირიანი სასწავლო კურსი სტარტაპის განვითარების საწყის ფაზას შეეხებოდა – იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. კურსის მიზანი სტუდენტებში სტარტაპ კულტურის დამკვიდრება, მოტივაციის ამაღლება და მათი ხელშეწყობა იყო.

კურსის განმავლობაში ლექციებს, ძირითადად, თიბისის თანამშრომლებისგან შემდგარი სპიკერების გუნდი კითხულობდა. კურსის მონაწილე სტუდენტები ინდივიდუალურად იღებდნენ რჩევებს და მათ მენტორობას უწევდნენ ამ სფეროს წარმატებული ადამიანები.  კურსის დასკვნით ეტაპზე კი, გაიმართა დემო დღე, სადაც მონაწილე გუნდებმა ჟიურის წინაშე ფინალური პრეზენტაციები წარადგინეს.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ:

  • გვანცა მურღვლიანი - თიბისის ადამიანური კაპიტალის დირექტორი
  • ლაშა ყანჩაველი - ასოცირებული პარტნიორი თიბისის ციფრული სევრისების განვითარების გუნდიდან
  • ლანა ლაბაძე - ჯეოლაბი დირექტორი
  • გია ჩქოფოია - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის განვითარების სამსახურის უფროსი
  • ნიკა აბაშიძე - CARU-ს დამფუძნებელი და დირექტორი, GAU-ს ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული
  • ანანო დოლაბერიძე - Phubber-ის დამფუძნებელი და CEO, GAU-ს ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული


სტარტაპ კურსის 2021 წლის გამარჯვებული გახდა GAU-ს ბიზნესის სკოლის პირველ კურსელი სტუდენტებისგან შემდგარი გუნდი "Second" - ილია დანელია, ელდარ ჯიქია, დავით ბუჩუკური. ისინი თიბისიში 6 თვიან სტაჟირებას გაივლიან მათთვის სასურველი მიმართულებით.

პროექტის თითოეულ მონაწილეას საჩუქრად გადაეცა GAU-ს ბრენდირებული ნივთები და პროექტში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

პროექტის მხარდამჭერი იყო ჩვენი IT ლაბორატორია ჯეოლაბი. ჯეოლაბის დირექტორმა გამოავლინა რჩეული გუნდი, რომლის წევრებსაც ჯეოლაბის კურსები სრულად დაუფინანსდებათ, მათთვის საინტერესო მიმართულებით. ჯეოლაბი რჩეული გახდა გუნდი "Soulvan" - სოფო ლევიაშვილი და თინათინ ცინცაძე, GAU-ს ბიზნესის სკოლის IV კურსის სტუდენტები.

პრეზენტაციების ნაწილის დასრულების შემდეგ ღონისძიება არაფორმალურ გარემოში, GAU-ს ეზოში, სასიამოვნო მუსიკის, ფურშეტისა და ნეთვორქინგის ფონზე გაგრძელდა.
 
გთავაზობთ  Entrepreneur Georgia-ს სტატიას პროექტის ფინალური ეტაპის შესახებ.

წარმატებას ვუსურვებთ პროექტის თითოეულ მონაწილეს!

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა