სიახლეები და ღონისძიებები

GAU ზუგდიდსა და ბათუმში

GAU ზუგდიდსა და ბათუმში

სამშაბათი, 07 მარტი, 2017

აჩვენე კალენდარზე

6-7 მარტს (2017) GAU ზუგდიდსა და ბათუმს სტუმრობდა. ეს შეხვედრები იმ აბიტურიენტთა სურვილის გათვალისწინებით დაიგეგმა, ვისაც ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება და GAU-ს წარმომადგენლებთან გასაუბრება სურდა.

GAU-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი, ადმინისტრაციის წევრები და სტუდენტები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებსა და დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ. პრეზენტაციის თემა პროფესიულ ორიენტაციასა და GAU-ში არსებულ პროგრამებს მოიცავდა:

  • როგორ ავირჩიოთ პროფესია?!
  • როგორ ავირჩიოთ უნივერსიტეტი?!
  • GAU-ს პროგრამები და სწავლის გადასახადის ახალი სისტემა.

ინტერაქციული შეხვედრები გათამაშებით დასრულდა და 6 აბიტურიენტს GAU-ს სასწავლო ვაუჩერები გადაეცა.

მადლობას ვუხდით ყველას მოსვლისთვის და შეხვედრის ორგანიზების ხელშეწყობისთვის.

სისტემაში შესვლა

რეგისტრაცია

გმადლობთ ! თქვენი წერილი წარმატებით გაიგზავნა