ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) Wrecked Summit 2026-ის თანაპარტნიორ GeoLab-თან ერთად სამიტში ჩაერთო.
Wrecked Summit 2026-ის მთავარი იდეა პროფესიული განვითარების განსხვავებულ მიდგომას ეფუძნება - ცოდნის რეალურ გამოწვევებში გამოცდას, შეცდომებისგან მიღებულ გამოცდილებას, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.
სწორედ ამ თემების ირგვლივ გაიმართა შეხვედრა GeoLab-ის სცენაზე, სადაც აუდიტორიის წინაშე GAU-ს ბრენდისა და მარკეტინგის სტრატეგი გიორგი თაქთაქიშვილი და GeoLab-ის CEO ლანა ლაბაძე წარდგნენ.
შეხვედრის ფარგლებში სპიკერებმა პროფესიულ განვითარებაზე, პრაქტიკული გამოცდილების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რომლებიც სწავლისა და კარიერული განვითარების პროცესის განუყოფელი ნაწილია.
Wrecked Summit ქმნის სივრცეს გამოცდილების გაზიარებისთვის, ახალი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბებისა და რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნის მისაღებად.