ქართულ-გერმანული გართიანებული სემინარი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში!
ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
10-11 მარტს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლამ რიგით მეოთხე ქართულ-გერმანულ გაერთიანებულ სემინარს უმასპინძლა. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლისა და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვის უნივერსიტეტის სტუდენტები.
სემინარს აკადემიურ ხელმძღვანელობას უწევდნენ: ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი ბაქარ ბერეკაშვილი და ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის საჯარო მართვის უნივერსიტეტის პროფესორი ფრენკ ბონი.
ქართველმა და გერმანელმა სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემატიკებზე სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების მიმართულებით. სამუშაო სესიები აგრეთვე მოიცავდა დისკუსებსა და პოლემიკას წარმოდგენილი თემების გარშემო.
სემინარმა ხელი შეუწყო ქართველ და გერმანელ სტუდენტებსა და მეცნიერებს შორის სამეცნიერო ცოდნისა და კულტურული ფასეულობების გაცვლას.